Sunday, December 22, 2013

IX დღის რეფლექსია

IX დღის რეფლექსია.
დღევანდელი დღე ისევე როგორც დანარჩენი ტრენინგ-დღეები საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.დავასრულე პროექტის გეგმა.შემდეგ ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე რის შემდეგაც მოხდა ჩვენი პროექტების პრეზენტაციები.პრეზენტაციები ძალიან საინტერესო იყო რადგან მოვისმინეთ შეკითხვები,რეპლიკები და რეკომენდაციები როგორც  ტრენერისაგან ასევე კოლეგებისგან.

Saturday, December 14, 2013

მოსწავლეთა პროექტების შეფასება

V მოდულის რეფლექსია
ტრენინგი დაიწყო საინტერესოდ.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს შევუსაბამეთ შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები რაც ძალიან დაგვეხმარა კიდევ ერთხელ გაგვეზომა თუ რამდენად სწორად ვმუშაობთ პროექტზე. შეფასების რამოდენიმე რუბრიკა განვათავსეთ პრეზენტაციაზე.აგრეთვე პრეზენტაციის გეგმაში შევიტანეთ შეფასების რუბრიკები.

Friday, December 13, 2013

IV მოდულის რეფლექსია

მეოთხე მოდულის მიზანია ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.ვისწავლეთ თუ როგორ გამოვიყენოთ ისტ-ი ეფექტურად სასწავლო პროცესში.ასევე განვიხილეთ საკითხი:თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის.ჩემი აზრით ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ხალისიანად წარმართვას,აგრეთვე ამრავალფეროვნებს საგაკვეთილო პროცესს და უმუშავებს მოსწავლეებს 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარ ჩვევებს. დღევანდელ ტრენინგზე მოსწავლის როლში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო,იგი დამეხმარება ზუსტად გავითვალისწინო მოსწავლეთა შესაძლებლობები

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Friday, December 6, 2013

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვა: უნდა ვისწავლოთ თუ არა უცხო ენები?
თემატური კითხვა: რატომ აქვს ზოგიერთ ქვეყანას ერთზე მეტი ძირითადი ენა?
შინაარსობრივი კითხვები:1)რა ენებს ვსწავლობთ ჩვენს სკოლაში? 2)რა ასაკიდან იწყებენ მოსწავლეები უცხო ენის სწავლას საქართველოში?3)რამდენი წელი სწავლობენ მოსწავლეები უცხო ენებს საქართველოში?4)რომელ ენებს აბარებენ გამოცდაზე საქართველოში?როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს უცხო ენის სწავლება?

მოდული 2

მეორე მოდული დაიწყო ჩვეულებრივ,ტრენერმა გაგვაცნო მეორე მოდულის მიზნები და ამოცანები.ვინაიდან არ იყო ინტერნეტი ვიმუშავეთ off-line რეჟიმში.მუშაობის თემები შედგებოდა შემდეგი საკითხებისგან: პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვების შექმნა --ზოგადი კითხვები,თემატური კითხვები და შინაარსობრივი კითხვები.ასევე შევქმენით პუბლიკაცია პროექტის თემასთან დაკავშირებით.

Sunday, November 24, 2013

ტრენინგის პირველი დღე

დღე საინტერესოდ დაიწყო,რამაც მასწავლებელთა მოტივაცია გამოიწვია.ტრენერმა მიმოხილვა გააკეთ პროექტის მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში.განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
მოდული პირველი: პროექტის სწავლება
მოდული 2:სასწავლო პროექტის სწავლება
მოდული 3:კავშირები
მოდული 4:სასწავლო მოდულის შექმნა
მოდული 5:პროექტის შეფასება
მოდული 6:დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
მოდული 7:ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
მოდული 8:სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
ჩვენს პორტფოლიოში ჩამოვტვირთეთ ძირითადი რესურსები პროექტზე მუშაობისთვის გადავათვალიერეთ სეფასების რუბრიკებისა და ტექსტის ნიმუშები